ორ კერძო პირს შორის საუბარზე, რომელიც გაურკვეველ დროს ჩაიწერა და აიტვირთა გაურკვეველ საიტებზე, რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ ღირს ამ თემებზე საუბარი?! - გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ოპოზიციური ტელევიზიებით გავრცელებულ, სავარაუდოდ ფალსიფიცირებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„მგონია, რომ [ჩანაწერების გავრცელება] წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. უკანონო მოსმენებს ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ისე სხვადასხვა ქვეყნის შეძლებული სამსახურები. ამ პროცესს გეოგრაფია არ აქვს. არის აპლიკაცია, სადაც შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით მოსმენა. ისიც არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს [ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბრის] ჩანაწერი, ფაბრიკაცია არ არის. ამაზე ბევრ დროს ნუ დავხარჯავთ. ალბათ ამ სიუჟეტის ავტორებმა კარგად იციან, ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ, იმ ნიჭიერებით გააგრძელონ საქმის კეთება. ორ კერძო პირს შორის საუბარზე, რომელიც გაურკვეველ დროს ჩაიწერა და აიტვირთა გაურკვეველ საიტებზე, რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ ღირს ამ თემებზე საუბარი?! ეს ხომ სასაცილო თემებია“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამბობს, რომ არ იცის, ვინ განახორციელა ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც Youtube-ზე გუშინ გამოქვეყნდა.