„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტიაა.
ტრამპის თქმით, სწორედ მაღალი ფასების გამო მიიღო ამომრჩევლების მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს. სწორედ ამიტომ გავიმარჯვე არჩევნებში და ახლა ფასები სწრაფად იკლებს. ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ“, – წერს ტრამპი.