„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
"ქართული ოცნების" ლიდერმა, გიორგი კახიანმა, "დღის კურიერის" ეთერში მოსამართლეზე ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე უბნის შედეგები ბათილად ცნო. მისი განმარტებით, ამ მოსამართლესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, რომლებიც ფაქტებს ეფუძნება.
კახიანის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მოსამართლე ხუჭუამ შედეგები ბათილად ცნო, კიდევ 21 სასამართლოში იყო მსგავსი სარჩელი შეტანილი, სადაც საპირისპირო განაჩენი დადგა, რაც საყურადღებო ფაქტია.
"რა შუაშია მოსამართლის გაშავება, რანაირად შეიძლება მოსამართლის გაშავებაზე ვისაუბროთ. აქ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ. გარდა იმისა, რომ ამ მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ანალოგიური საჩივარი კიდევ 21-მა სასამართლომ განიხილა და იქ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, რაღაც კითხვები შეიძლება არსებობდეს, როდესაც აღმოჩნდება, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია.
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებამდე იყო ცნობილი ის, რომ მოსამართლე ამ უბნების ბათილად ცნობას აპირებდა და ესეც კითხვებს აჩენს. მთელი ეს კონტექსტი, რაც ამ მოსამართლის გარშემო შეიქმნა, ბუნებრივი ამ კითხვებს აჩენს და ამიტომაც არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, გუშინ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.