ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ყველა ხედავს, როგორია მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების რეიტინგები.

„თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ბუნებრივია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.