ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება - გია ვოლსკი

ვოლსკი

"ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენთუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით, კრიტიკულ ანგარიშებშიც კი, საკმაოდ წინ არის თავის კოლეგებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ვეჯიბრებით, პირიქით, მდგომარეობაა ურთულესი, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს.

სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან შიდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა არის განსხვავებული ჩვენი კოლეგა ქვეყნებისგან. ეს შეტევა არის ინტენსიური, მასიური და საკმაოდ გეგმაზომიერი", - განაცხადა ვოლსკიმ.