„ომი არის მრავალი ძალის ინტერესში. ჩვენ, საქართველო, მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

აშშ-ის არამხოლოდ პრეზიდენტი, არამედ, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ფაქტობრივად აცხადებს, რომ არიან ძალები და, კონკრეტულად, Deep state-ს ახსენებენ, რომელთა ინტერესები განსხვავდება, მშვიდობის ინტერესებისგან," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ტუილსი გაბარდის განცხადებებს გამოეხმაურა.

"არაფერი გასაკვირი არ არის, როდესაც სწორედ ეს ძალები საქართველოს ომში ჩართვისკენ იყვნენ მომართულნი და საქართველოზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებდნენ. ფაქტობრივად, ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ომი არის მრავალი ძალის ინტერესში შემავალი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საქართველო მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა Deep state ამერიკის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. "ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ აშშ-ის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ,"- განაცხადა ტუილსი გაბარდმა. განცხადება დაზვერვის შეფმა ორგანიზაცია Turning Point-ის ღონისძიებაზე გააკეთა.

გაბარდა ისაუბრა სადაზვერვო სამსახურში მოქმედი Deep state-ის მიერ დაზვერვის მონაცემების იარაღად გამოყენებაზე და მედიის საშუალებით მცდარი ნარატივების შექმნაზე. X-ზე გამოქვეყნებული პოსტით კი დასავლური მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ტრამპი ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ, Deep state-ის ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ.

მანამდე გამოცემა Reuters-მა დაწერა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა და ევროპის იმ ნაწილებზე ჰქონდა გათვლა, რომლებიც "ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა."