„ომი არ იქნება, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს“ - სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიცია ისევ ცდილობს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისას ჰქონდა.

მათი თქმით, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას უკავშირებენ განცხადებებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

„ვხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლონ ციხიდან და როგორმე გამოიწვიონ ქვეყანაში არეულობა. ამის ერთადერთი მიზეზი არის მეორე ფრონტის გახსნა, რომ რაც ხდებოდა ბუჩაში, ხდებოდა ირპენში და რაც ახლა ხდება მარიუპოლში, როგორმე გადმოვიდეს საქართველოში. ჩვენ ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს საქართველოში. ომი არ იქნება, იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი გათავისუფლების იმედი აბსოლუტურად ტყუილია, ეს არ მოხდება. თუკი მას მკურნალობა დასჭირდება, უმკურნალებენ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.