ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შესახებ“ კანონის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა რელიგიური კონფესიების მხრიდან - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელთან გვქონდა საუბარი კონსტიტუციური კანონის იმ პროექტზე, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება. განვიხილეთ საკითხები დეტალურად, რა თქმა უნდა, არის სრული მხარდაჭერა რელიგიური კონფესიების მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამ მხარდაჭერით ჩვენ საბოლოო ჯამში ვასრულებთ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობას და პარლამენტს გადავცემთ იმ საერთო მოსაზრებებს, რაც 11 შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ კანონპროექტს აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ახლა უკვე საპარლამენტო ფორმატში გააგრძელოს ამ კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მუშაობა“, - ანიშნა პაპუაშვილმა.