1731614151
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„1 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქ. N24-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
გოთუას ქუჩას და ჰეიდარ ალიევის სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) N2-16 (ლუწებს).
1 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქ. N50-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ჯავის ქუჩას შესახვევებით, ილურიძის ქუჩას შესახვევებით, ლომთათიძის, კოკინაკის, მოლოკოვის და დიდი ჯიხაიშის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.