ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეუძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოღონდ ეს პოლიტიკა საქართველოს საწინააღმდეგო იქნება და არ იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მოლოდინი არსებობს, რომ ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რომელიც ცალმხრივად მხოლოდ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული.
„თუ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იქნება, არათუ მოლოდინი რა გვაქვს, პირდაპირ ხისტად, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუძლებელია არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რომელიც ცალმხრივად მხოლოდ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული, ახლა რჩება ისეთი საკითხები, დეპოლარიზაციიდან დაწყებული, ისეთი საკითხებით დამთავრებული, რომელსაც ხელისუფლება მარტო ვერ გადაწყვეტს. ანუ, პარლამენტში სჭირდება მაგალითად იმაზე მეტი ხმა, ვიდრე მმართველ გუნდშია. ამასთან დაკავშირებით კიდევ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით თუ იქნება, ხაზგასმით ვამბობ, კრიტერიუმებზე, ამ შემთხვევაში შეუძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოღონდ ეს პოლიტიკა საქართველოს საწინააღმდეგო იქნება და არ იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მოლოდინი არსებობს, რომ ვერ მიიღოს, არ გამოვრიცხავ ყოველ შემთხვევაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეკითხვაზე, რატომ უნდა მიიღოს ევროპამ ასეთი ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ერთ შემთხვევაში სუბიექტურად მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ევროპის ლიდერებმა მაშინ ტრიბუნიდან დაადასტურეს, რომ ომთან იყო ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული.
„რატომ მიიღო წინა შემთხვევაში? როდესაც ყველა კრიტერიუმით ორივე ქვეყანას ვუსწრებდით, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, კი ბატონო, რამეს არ ვაკნინებთ, არც მეგობრობის ხარისხს და არც არაფერს, მაგრამ თუ წინა შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ორივე ქვეყანას, პრაქტიკულად არ გაგახსენდებათ კრიტერიუმი, რომლითაც არ ვუსწრებთ, ჩვენ არ მოგვცეს, მხოლოდ პერსპექტივა, ძალიან კარგი, ამაზეც ალბათ ძნელად თუ ვიოცნებებდით, სულ რაღაც 10 წლის წინ წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, მაგრამ მივიღეთ ეს, წინ გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ ვიღაცამ ორი საფეხური ერთად რომ აიარა, ჩვენ ერთი აგვატარეს და მეორე საფეხურზე რატომ არ აგვიშვეს? ამის პასუხია, რატომ შეიძლება გქონდეს რაღაც მომენტში ოდნავ ნეგატიური მოლოდინი. თუ ერთ შემთხვევაში მოხდა სუბიექტურად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ? ევროპის ლიდერებმა დაადასტურეს იმ ტრიბუნიდან მაშინ, რომ ომთან იყო ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული“.
აქვე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოზიტიური მოლოდინები ძალიან ბევრია.
„პოზიტიური არის ძალიან ბევრი. ბევრი ადამიანი ევროპაში შეიძლება იყოს ისეთი თანამდებობის პირი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, რომლებიც სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ და მათ შორის შეიძლება სუბიექტური ინტერესებიც იყოს, ეს ბევრი ვნახეთ, მათ შორის რეზოლუციებიც, ძალიან ბევრი პარლამენტარის მხარდაჭერილი, ჩვენთვის საწინააღმდეგო და ობიექტურობას მოკლებული. პოზიტივი პირადად ჩემთვის გაცილებით მეტია, თუ სიმართლის გამარჯვების და სიმართლის გატანის იმედი გვაქვს, ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან, პოზიტიური მოლოდინი ბუნებრივად მეტია, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ. ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ პირდაპირ უნდა ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.