ნინო წილოსანი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა საუბრობს, რომ ევროკავშირი 142 მილიარდით მეტს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, კარგად გვაჩვენებს როგორ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე

ნინო წილოსანი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა საუბრობს, რომ ევროკავშირი 142 მილიარდით მეტს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, კარგად გვაჩვენებს როგორ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ამერიკის ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა განაგრძობს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან“.

„უკრაინის ირგვლივ პროცესები არანორმალური ტემპით ვითარდება, ზედაპირზე ამოიყარა ათასი სიბინძურე, მათ შორის კორუფციული სქემები. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა საუბრობს, რომ ევროკავშირი 142 მილიარდით მეტს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, კარგად გვაჩვენებს როგორ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ტრამპის ყველა განცხადება გვაჩვენებს, რომ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ის საუბრობს ევროკავშირის პოზიციაზე, მაშინ, როცა უკრაინას ნული აქვს მიმღებლობა ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ამ ფონზე ევროკავშირი რუსეთს მსუყედ აფინანსებს ნავთობისა და ენერგოპროდუქტების შესყიდვით“, - აცხადებს წილოსანი.