კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრ ვასილის კიკილიასთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.
„საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში. უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების მიმართულებით ბერძენ გემთმფლობელთა საკუთრებაში არსებულ გემებზე. თუმცა, უნდა, აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს, დღეს ჩემს კოლეგასთან შევთანხმდით, რომ ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 1997 წლის 10 აპრილიდან ძალაშია შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ”. 2014 წლის 5 მაისს კი ქვეყნებს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შესახებ, რაც ხელს უწყობს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებას საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ბერძენ გემთმფლობელთა მხრიდან ქართველი მეზღვაურების დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით გამოჩენილი ყურადღებისთვის.
მარიამ ქვრივიშვილისა და ვასილის კიკილიასის შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის სამთავრობო დელეგაციების თანამშრომლობას გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ევრორეგულაციების 100% აქვს დანერგილი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.