ანანურთან ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1769613826
უბრალოდ ინერციით მოქმედებენ, რადგან საქართველოსთან მიმართებით ახალი არაფერი მოუფიქრებიათ, ახალი ხედვა არ ჩამოუყალიბებიათ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც, ბოლო პერიოდში, კონკრეტული უცხოელი აქტორების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერდა.
„ჩვენ თუ ღრმად დავუკვირდებით მათ განცხადებებს, სიახლესაც ვერაფერს დავინახავთ, იმიტომ რომ იმ ძველი, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად გატკეპნილი მესიჯების გაცოცხლება მიმდინარეობს. სრულ დუმილს არჩიეს, რომ ისევ ის ცნობილი, ძველი მესიჯები შეგვახსენონ და პოლარიზაციის ერთგვარი ტემპერატურა არ დააგდონ. ეს არის კარგად ნაცნობი ძველი სიმღერის გადამღერების მცდელობა“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - ჰელსინკის კომისიის უამინდობის გამო გადადება რამის მანიშნებელია? - ქადაგიშვილმა ასე უპასუხა:
„მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც უფრო პოლიტიკური უამინდობის საკითხია უილსონის ამ მეგობარ აქტთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან, სადაც შეიძლებოდა ასახულიყო [ჯო] უილსონის მავნე აქტი, არსად ეს გათვალისწინებული არ იყო. პირიქით, თქვენ დაინახეთ, რომ ამ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კონკრეტული თანამშრომლობის მაგალითები აჩვენა, როგორც ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებთან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.