ნინო წილოსანი: მარტივი დასანახია, რომ პოლიტიკური რადიკალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია, ემხრობიან იმას, რაც ჩვენთვის საზიანო იქნება

ნინო წილოსანი

მარტივი დასანახია, რომ პოლიტიკური რადიკალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია, ემხრობიან იმას, რაც ჩვენთვის საზიანო იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.

„საქართველო ერთ-ერთი კარგი მაჩვენებლის ქვეყანაა ინვესტორებისთვის და ფინანსური სტაბილურობის კუთხით ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ახალი საფინანსო აქტორები შემოვიდნენ. ჩვენი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის აღნიშნული მემორანდუმი უზომოდ მნიშვნელოვანია, რასაც მოჰყვა ოპოზიციის თავდასხმა და კრიტიკა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ისევ კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ჩინეთთან ურთიერთობა პრობლემად წარმოაჩინოს.