აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
1788984809
უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
„როგორც ჩანს, ისინი გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას უკრძალავენ მათგან განსხვავებული იდეოლოგიისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მარტა კოსის განცხადებები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაკვირვებს, თუმცა, ამ განცხადებამ ალბათ, ყველა წინა ნათქვამზე უფრო მეტად მოჰფინა ნათელი მოცემულობას, როგორი მონური მორჩილების წევრების მიღებას გეგმავს თურმე, ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს მარტა კოსის განცხადებაში ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.