შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
ის, რომ გენდერული თანასწორობა შეიცვალოს ტერმინით ქალსა და კაცს შორის თანასწორობით და სქესთა შორის თანასწორობით, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ, მათზე მორგებული პოლიტიკა იწარმოოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა მას ჰკითხა რას ფიქრობს სიტყვა „გენდერის“ ამოღებაზე ყველა ნორმიდან, რადგან წლების განმავლობაში თვად ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის საბჭოს. რა იცვლება ამ ტერმინის ამოღებით და როგორ უპასუხებდა კრიტიკას, რომ ეს ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რაც გადადგა ამ საკითხის მოსაგვარებლად საქართველომ წლების განმავლობაში.
„მე ვიყავი ქალების ინტერესების და უფლებების დამცველი საპარლამენტო ცხოვრებაში და მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში და დავრჩები. [პარლამენტში] დღევანდელი მეორე მოსმენით არც მუნიციპალური საბჭოები გაუქმდება. აღნიშნულ საბჭოებს გადაერქმევა სახელი და იქნება ქალების და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები. მათ შორის მუნიციპალიტეტებში, მერიებში იქნებიან ქალთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. ის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „ქალსა და კაცს შორის თანასწორობით“ და „სქესთა შორის თანასწორობით“, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ, მათზე მორგებული პოლიტიკა იწარმოოს. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ კუთხით არ იცვლის პრიორიტეტებს. ჩვენ ისედაც ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ გვქონდა განმარტებული, როგორც ქალსა და კაცს შორის თანასწორობა. ეს არის თანამედროვე განმარტება“, - აღნიშნა წილოსანმა.