გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ის ფაქტი, რომ თავად ნაციონალური მოძრაობის დაორგანიზებული იყო ეს ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ დანაშაულებრივი პარტიის თითოეული წევრის როლს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„ფაქტია, რომ ის გარკვეული ფორმებით მონაწილეობდა 4 ოქტომბრის დაგეგმვაში, ყოველ შემთხვევაში გულშემატკივრობდა და ასეც რომ არ იყოს, ბაჩო ახალაია ყველაზე გახმაურებული, უმძიმესი სახელი და გვარია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებში. თუმცა ის ფაქტი, რომ თავად ნაციონალური მოძრაობის დაორგანიზებული იყო ეს ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ დანაშაულებრივი პარტიის თითოეული წევრის როლს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, - აღნიშნავს წილოსანი.
რა კავშირი ჰქონდათ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს ბაჩო ახალაიასთან - ამ კითხვაზე პაატა ბურჭულაძემ გამოძიებას არ უპასუხა, მურთაზ ზოდელავამ კი აღნიშნა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს.