ნინო წილოსანი: გერმანიის პოლიციამ 170 პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში, პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში. იქნებ გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში

ნინო წილოსანი

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, რომელიც აზიარებს ინფორმაციას გერმანიის პოლიციის მიერ “სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის შესახებ.

წილოსანი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გერმანიის ელჩი საქართველოში დანერგილ იდენტურ სტანდარტს დადებითად შეაფასებს.

„გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება. იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში...“ - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.