დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
[ევროკავშირის გამჭვირვალობის კანონზე] გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი დირექტივის კომენტირებისას.
„გამჭვირვალობა არის მთავარი მოტივაცია, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები და პოლიტიკოსები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენ გვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, თუ როგორ გვაკრიტიკებდნენ ამ გამჭვირვალობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა კარგი პრინციპი მხოლოდ თავისთვის უნდათ. ამ პირობებში, როდესაც მარტა კოსი საუბრობს, რომ კანონის გვერდის ავლით უნდა დააფინანსოს საქართველოში „ენჯეოები“, ხოლო საკუთარ შემთხვევაზე ისინი მკაცრად დასჯიან და გაუუქმებენ რეგისტრაციას ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის გარეშე სხვა ქვეყნის თანხებს ამუშავებს იმ კონკრეტულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის“, - აღნიშნა წილოსანმა.
ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.