1745047645
ნინო წილოსანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: თითოეული ეს რეზოლუცია არის გადმოგდებული რაღაც საჩუქარი ჩვენი ოპოზიციისთვის და ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების დასჯის საშუალება

თითოეული ეს რეზოლუცია არის გადმოგდებული რაღაც საჩუქარი ჩვენი ოპოზიციისთვის და ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების დასჯის საშუალება, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფაქტს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.
„ეს [ევროსაბჭოს] რეზოლუცია, განცხადებები, უსამართლო ბრალდებები და ტყუილები არც ახალია და არც პირველი. მთლიანად ანტიქართულ პოლიტიკაში ჯდება ეს, რომელსაც იქ ჩასული ექსტრემალი პოლიტიკოსები ახორციელებენ და მათი მოკავშირე უცხოელები აძლევენ ამის საშუალებას. თითოეული ეს რეზოლუცია არის გადმოგდებული რაღაც საჩუქარი ჩვენი ოპოზიციისთვის და ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების დასჯის საშუალება. ეს რეზოლუციები და სანქციებიც არის გამოყენებული უცხო ძალების მხრიდან გამოყენებული იარაღი და დღეს მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ძალიან საინტერესო პოსტი, რომელიც სრულად აღწერს სიტუაციას“, - აღნიშნა წილოსანმა.