ნინო წილოსანი: ევროინსტიტუციებში სიღრმისეული ანგარიში გაიგზავნა იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ იქმნებოდა, ტყუილი იყო, ასახულია, რა პროგრესი განიცადა საქართველომ

ნინო წილოსანი

ევროინსტიტუციებში გაგზავნილ ანგარიშში ნათლად არის მოცემული, რა პროგრესი განიცადა საქართველომ, იმედია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ევროკომისიის შედგენილი ანგარიშებიც ევროპელ ლიდერებს საშუალებას მისცემს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ევროინსტიტუციებში საკმაოდ სიღრმისეული წერილი გაიგზავნა იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ იქმნებოდა, დეზინფორმაცია და ტყუილი იყო“.

„ჩვენს ანგარიშში ნათლად არის მოცემული, რა პროგრესი განიცადა საქართველომ ევროკავშირის დახმარებით და ის, რომ საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის არის ლიდერი, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს შორის. ამას სწორედ ევროკომისიის ანგარიშები ადასტურებს. იმედია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ თავად ევროკომისიის მიერ შედგენილი ანგარიშები ევროპელ ლიდერებს იმის საშუალებას მისცემს, სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს, როგორც არასოდეს, ახლა გლობალური პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ ქვეყნების დაშანტაჟება ამგვარი უსამართლო ფაქტორებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.