ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
„ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება, რათა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად განაგრძოს მშვიდობის წინააღმდეგ საქმიანობა.
„შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.