ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ბიზნესისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად.
„ცვლილებები, რომლებსაც კანონმდებლობაში ვახორციელებთ, ერთი მხრივ, გარემოსდაცვით ინტერესებს ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებას. გასულ წელს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიზნესის მხრიდან დაჩქარებულ მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ გარემოსდაცვითი ინტერესები და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
კანონპროექტი გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მომსახურების საფასურების გადახედვას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე მოიცავს სტანდარტულ და დაჩქარებულ წარმოებებში პროცედურული ვადების დაზუსტებას და ნარჩენების მართვის სფეროში არსებული რეგულაციების განახლებას, მათ შორის, ნარჩენების აღდგენა-განთავსების წარმადობის დღე-ღამური მაჩვენებლების განსაზღვრასა და „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნების დაკონკრეტებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. კანონპროექტით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მომსახურების საფასურის ანალოგიური იქნება.
იმ საქმიანობებზე, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს. ამასთან, ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებელი უცვლელი რჩება და 5 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.