პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოინახულა.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიზანმიმართულად სწორედ ამ დროს, რათა ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
„ჩვენ გავეცნობით განაჩენს, რათა დეტალურად შევისწავლოთ ის და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სახალხო დამცველს ექნება ამ განაჩენის გაცნობის შემდეგ. ნიკა გვარამიას თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს, რათა ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს რის მისი პოზიცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ლომჯარიას შეფასებით, კანონიერების პრინციპი დაირღვა, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რომელიც საერთოდ არ ითვლება დანაშაულად.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ვფიქრობთ, რომ არის უკიდურესად პრობლემატური, არ ვიცი, სხვა რა სიტყვები გამოვიყენო. ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, როდესაც ადამიანს მიესაჯა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობთ, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. ამიტომ ვერ გეტყვით, რა შეიძლება, გაკეთდეს, სამართლებრივად ალბათ უნდა გასაჩივრდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.