ნინო ფოჩხუა: ვინაიდან შეწყალება ჰუმანური აქტია და უშუალოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია თითოეული შესაწყალებელი პატიმრის ბედი, ყაველაშვილი მეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით

ნინო ფოჩხუა

ვინაიდან შეწყალება ჰუმანური აქტია და უშუალოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია თითოეული შესაწყალებელი პატიმრის ბედი, ყაველაშვილი მეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ოპონენტებს მიხეილ ყაველაშვილი გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილში ერევათ, რომლებიც ან „პატრონების“ კარნახით ან საკუთარი ნათესავების შეწყალებით იყვნენ დაკავებულნი.

„როგორც იყო მოსალოდნელი პრეზიდენტის მიერ ნათლისღების დღესასწაულზე პატიმრების შეწყალებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეტყობა ჩვენს ოპონენტებს მიხეილ ყაველაშვილი გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილში ერევა, რომლებიც ან "პატრონების" კარნახით ან საკუთარი ნათესავების შეწყალებით იყვნენ დაკავებულნი, ალბათ არც ის ახსოვთ, პრეზიდენტის ინტერვიუ საზოგადოებრივ არხთან, სადაც ყაველაშვილმა შესანიშნავად ახსნა თუ რა პრინციპებით და როგორ აპირებს ამ მეტად მნიშვნელოვანი აქტის განხორციელებას. ვინაიდან შეწყალება ჰუმანური აქტია და უშუალოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია თითოეული შესაწყალებელი პატიმრის ბედი, ყაველაშვილი მეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

ასე რომ არც ეს შეწყალება იყო გამონაკლისი, როგორც ადრე საეკლესიო დღესასწაულზე პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლება და 159 პატიმარი შეიწყალა“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.