ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროზე, 48 საათში, ადამიანებზე ზვიგენის 4 თავდასხმა დაფიქსირდა, რის გამოც დაახლოებით 40 პლაჟი ამ დრომდე დახურული რჩება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ყველა თავდასხმას ხარისებრ ზვიგენებს მიაწერენ, რომლებიც მდინარეების შესართავებთან, ტალახიან წყალში, ძლიერი წვიმის შემდეგ იმალებიან.
ხარისებრი ზვიგენები ჩვეულებრივ ბინადრობენ სანაპიროსთან, თბილ წყლებში, მაგრამ ზაფხულის თვეებში სანაპიროს გასწვრივ, სიდნეის ყველაზე პოპულარულ პლაჟებზე გადადიან.
ექსპერტების აზრით, გასულ შაბათ-კვირას სიდნეიში მოსულმა ძლიერმა ნალექმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი პირობების კომბინაცია შექმნა პოტენციურად სასიკვდილო შეხვედრებისთვის.