1738491639
ნინო ფოჩხუა თორნტონის შეთავაზებულ ტაქტიკაზე: რომელმა ფერმერებმა ქალბატონო ლორა, რომლებიც თქვენგან გამოძერწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ვერც იოცნებებდნენ იმ ხელშეწყობით სახელმწიფოს მხრიდან, რაც ახლა აქვთ?
რომელმა ფერმერებმა ქალბატონო ლორა, რომლებიც თქვენგან გამოძერწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ვერც იოცნებებდნენ იმ ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოს მხრიდან რაც ახლა აქვთ და რამაც წარმატებულები გახადა თითოეული მათგანი? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის შეთავაზებულ ტაქტიკას - "კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!"
ფოჩხუა თორნტონს მოუწოდებს გაისეირნოს რეგიონებში და თავისი თვალით ნახოს რამდენი დამუშავებული მიწა და საწარმოა გახსნილი.
„რომელმა ფერმერებმა ქალბატონო ლორა, რომლებიც თქვენგან გამოძერწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ვერც იოცნებებდნენ იმ ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოს მხრიდან რაც ახლა აქვთ და რამაც წარმატებულები გახადა თითოეული მათგანი? ნუ დაგეზარებათ, გაისეირნეთ რეგიონებში და თქვენი თვალით ნახეთ რამდენი დამუშავებული მიწა და საწარმოა გახსნილი, თუმცა თქვენ ხომ იმ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი ხართ, რომელიც ასე გამალებით ებრძვის ჩემს ქვეყანას, რაში გაინტერესებთ წარმატებული საქართველო. გირჩევთ თქვენს ახალ პრეზიდენტს მოუსმინოთ, ის გაგცემთ პასუხს ყველა იმ სიბოროტეზე, რასაც სჩადიხართ. იმედი მაქვს სულ მალე აღარ იარსებებთ და დამშვიდდება მსოფლიო თქვენგან", - წერს ნინო ფოჩხუა.