ნინო ფოჩხუა ლორა თორნტონის განცხადებაზე: რა არის რუსეთის სასარგებლო მოქმედება, ის ხომ არა, რომ კოლექტიურ ჭყონიებს ყიდვა-გაყიდვა აქვთ გაჩაღებული ოკუპანტ რუსეთთან ან ის ხომ არა, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიარეთ? ჩვენს მტრებს ნუ ეგონებათ, რომ ეს გაუგებარი სანქციები ვინმეს შეაშინებს

ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც საუბარია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიზეზებზე.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, თავისსავე განცხადებებში ახლართულ საქართველოს მტრებს არ უნდა ეგონოთ, რომ სანქციების დაწესებით ვინმეს შეეშინდა.

"აი მიზეზი, რისთვისაც თავის ქვეყანაში სამარცხვინოდ დამარცხებულმა ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. არადემოკრატიული ქმედება სასაცილოა, მაშინ როცა ოპოზიციური ტელევიზიები 7/24 მაუწყებლობენ ხელისუფლების დასამხობად, აქცია-აქციაზე ატარებენ მომიტინგეები და ამას ხელს არავინ უშლის, აქ მთავარი რუსეთთან სასარგებლო მოქმედებაა ბიძინა ივანიშვილის დასჯის მიზეზი. ისმის კითხვა, რა არის ეს სასარგებლო მოქმედება, ის ხომ არა, რომ ქვეყანამ არ გამოუცხადა ომი რუსეთს ან ის ხომ არა, რომ კოლექტიურ ჭყონიებს ყიდვა-გაყიდვა აქვთ გაჩაღებული ოკუპანტ რუსეთთან ან ის ხომ არა, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიარეთ? თავისივე ნათქვამში გახლართულ ჩვენს მტრებს ნუ ეგონებათ, რომ ეს გაუგებარი სანქციები ვინმეს შეაშინებს, არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას, ამით კიდევ უფრო მეტი მოტივაცია რომ ექნება ამ მანქურთების დამარცხების და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობის გზაზე დადგომის." - წერს ნინო ფოჩხუა. ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ, რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის.