ნინო ფოჩხუა ხატია დეკანოიძეზე: ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა! ეს ქალი პასუხისგებაშია მისაცემი

ნინო ფოჩხუა

,,დეკანოიძე ეწევა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას! ეწევა ორ მეგობარ ქვეყანას შორის შუღლის ჩამოგდებას, ცილისწამებას თავის ქვეყანას, რომელიც ოკუპირებულია და დღევანდელი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი საშიშროების წინაშე დგას.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ხატია დეკნოიძის განცხადებას. როგორც ფოჩხუა წერს, ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა!

,,საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მერე რა რომ დესტრუქციული ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ხომ არის? ეწევა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას!

ეწევა ორ მეგობარ ქვეყანას შორის შუღლის ჩამოგდებას, ცილისწამებას თავის ქვეყანას, რომელიც ოკუპირებულია და დღევანდელი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი საშიშროების წინაშე დგას. ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა! ეს ქალი პასუხისგებაშია მისაცემი!!!” წერს ფოჩხუა Facebook- ზე.