1772649900
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან.
„დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებთ კონგრესმენებთან შეხვედრებს. მთავარი საკითხია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები ისევ სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლეზე გადავიყვანოთ, თუმცა შევძინოთ დამატებითი ეფექტი, რომ არის იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე ეს პარტნიორობა. გვექნება საუბარი ოკუპაციის საფრთხეებზე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, შესაბამისად ფართო სპექტრია იმ თემებისა, რომელსაც განვიხილავთ როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე კონგრესში,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772652059












