ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია

ნიკოლოზ სამხარაძე

იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტებს.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. რაღაცნაირად უნდათ, რომ დრო მოიგონ და საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ იმ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, - აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში მყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ორ სესიაზე სიტყვით გამოვა. შალვა პაპუაშვილი უნგრეთში მაღალი რანგის შეხვედრებს დღეს იწყებს.