ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
კაია კალასმა გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. ეს თვითაღიარებაც არის, რომ ამერიკას შეუძლია, ევროკავშირი გააკრიტიკოს, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია, რადგან საქართველოს თურმე ევროკავშირის წევრობა უნდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის იმ განცხადებაზე, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასეთ საკითხებზე უფრო ფრთხილად უნდა საუბრობდეს.
„მისი ლოგიკაა, რომ ევროკავშირის წევრობა თუ გინდა და გეტყვიან, რომ თეთრი შავია, თავი უნდა დაუქნიო და უთხრა, თეთრი არ არის. კაია კალასის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, არ ველოდებოდი, რომ მისცემდა ასეთ აღიარებით ჩვენებას, თურმე, საქართველოს უფლება არ აქვს, ევროკავშირი გააკრიტიკოს, რადგან მას ევროკავშირის წევრობა უნდა და ამერიკას ეს უფლება აქვს. ანუ, წევრობა თუ გინდა, ე.ი. სიმართლეზე თვალი უნდა დახუჭო და ხმა არ ამოიღო. პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას სიტყვა გაექცა. თუ გადახედავთ, არაერთი პოლიტიკოსისა და მედიის ექსპერტის მოსაზრებაა, რომ კაია კალასი გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებს. მსოფლიოში არსებობენ დიდი და პატარა ქვეყნები, ბევრად წონიანი და გავლენიანი ქვეყნები, თუმცა არავის არასოდეს უთქვამს, რისი თქმის უფლებაც დიდ ქვეყანას აქვს, ამის თქმის უფლება პატარა ქვეყანას არ აქვს. საერთაშორისო სამართალში ასეთი რაღაც არ წერია და საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი უფრო ფრთხილად უნდა საუბრობდეს, როცა ასეთ თემებს ეხება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.