„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1765988082
ევროკავშირის პრობლემა არის არა ბელგია, არამედ დონალდ ტრამპი, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში უკრაინის დაფინანსების განსახილველად შეხვედრისთვის ემზადებიან, თუმცა ამას აშშ-ს მხრიდან უზარმაზარი და უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აკეთებენ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, თეთრი სახლი ცდილობს, გავლენა იქონიოს ევროპის პოლიტიკაზე და სულ უფრო მეტი ლიდერი, ბრიუსელის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.
„ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის მთავრობებს, სულ მცირე მათ, ვისაც ისინი ყველაზე მეგობრულად მიიჩნევენ, უბიძგებენ, უარი თქვან უკრაინის დასაფინანსებლად რუსული აქტივების 210 მილიარდი ევროს გამოყენების გეგმაზე“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ევროკავშირის ოთხმა წარმომადგენელმა, რომლებიც დისკუსიებში მონაწილეობდნენ.
მედიის ცნობით, ევროკომისია და ყველაზე გავლენიანი დედაქალაქები ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა დაითანხმონ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, რომლის მხარდაჭერაც გადამწყვეტია.
„აშშ აშკარად აღარ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენგან დისტანცირებას ცდილობს“, – განუცხადა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმა ჟურნალისტებს სტრასბურგში.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1765988082