პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება იქ და რა განვითარებები გვაქვს. ასევე კოორდინირებულად ვმოქმედებთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ერთმანეთს ვუთანხმებთ პოზიციებს თუ რას ვისაუბრებთ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე და ძირითადად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ჩვენი, ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნების მისაღწევად, რაც არის ნატოში ინტეგრაცია და რაც არის ასევე, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორც საქართველოსი, ასევე უკრაინის, კოორდინირებულად ვმოქმედებთ საერთაშორისო არენაზე.
თავს თუ მოვუყრით ამ განცხადებებს, რაც კეთდება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებისგან, ვნახავთ, რომ რამდენიმე ათეული განცხადებაც კი შეიძლება შეგვხვდეს. იგივე შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნებიც მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, სიხშირეში შეიძლება იყოს განსხვავებული.
რაც შეეხება თავად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს, ისინი იმიტომ არის თამამი, რომ ეს კონცენტრაცია და დღევანდელი საკითხი, პირდაპირ პროპორციულად ეხება უკრაინის უსაფრთხოებას. ჯარები მობილიზებულები არიან უკრაინის საზღვართან.
ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება. იგივე შეუძლია დაადასტუროს ჩვენმა საელჩომ კიევში, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში. ეს მიმდინარე პროცესია და უკრაინას ჩვენგან მხარდამჭერი განცხადებები არასდროს არ მოაკლდება.
რაც შეეხება რეზოლუციას, დღეს ბიუროზე შევთანხმდით, რომ ხვალ ფრაქციებს შორის იქნება შეხვედრა, კონსულტაციები, ისინი შეჯერდებიან ტექსტზე და შემდეგ უკვე განვიხილავთ ამას,“- განაცხადა სამხარაძემ.