ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს,  იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იაპონიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამომავლო პროექტებზე და საქართველოში იაპონიის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას.  შეხვედრისას ასევე განვიხილეთ  ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.