„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სლოვაკ ევროპარლამენტარს ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა.
შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალ სტუშკა მონაწილეობდნენ.
მხარეებმა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას განიხილეს ევროპარლამენტში ბოლო დროს მიღებული რეზოლუციები და აღნიშნეს, რომ ეს რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებაში არის უსამართლო და რეალობას არ ასახავს.
ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომის საფრთხეები საქართველოსთვის.