ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ევროკავშირს პროექტში ჩართვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მესამე მხარის ჩართულობისთვის საჭიროა სომხეთისა და შეერთებული შტატების თანხმობა.
„ჩვენ გვსურს, რომ მეტი და მეტი სანდო პარტნიორი ჩაერთოს. კორექტულობის მიზნით, აღვნიშნავთ, რომ საკითხი განიხილება სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. მესამე მხარეები შეიძლება ჩაერთონ ორივე მხარის თანხმობით“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ სომხეთზე გამავალი დამაკავშირებელი პროექტია, რომელიც გათვალისწინებულია აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში ხელმოწერილი სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი დეკლარაციით.