საქართველოს მწერალთა კავშირი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

საქართველოს მწერალთა კავშირი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს დიდი მეგობარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, კინოაკადემიისა და მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, არაერთი პრემიის ლაურეატი, რეჟისორი, კინომსახიობი და მწერალი
ალი ისაევ-ავარსკი.

„მას განსახიერებული აქვს ქართული ფილმის და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ დადგმულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე. „დიდოსტატის მარჯვენა“, „გაქცევა გათენებისას“, „კავკასიური ტყვე“, „წიგნი ფიცისა“, „შამილი“ და სხვა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები საქართველოსა და დაღესტანზე.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ქართველ და დაღესტნელ ხელოვნების მოყვარულებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.