ფრიდრიხ მერცი: დონალდ ტრამპი მმართველობას კონგრესის გვერდის ავლით გააგრძელებს
1793817258
დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„ამას ვიხვეწებით ორწელიწად-ნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.
„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს ანგარიშში მოყვანილ გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ჰკითხა, სადაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაზე, რაზეც სამხარაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის, ამ ანგარიშში სამოქალაქო საზოგადოება გაიგივებულია მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოების ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებია. ხოლო რაც შეეხება კანონს, „გრანტების შესახებ კანონი“ არეგულირებს უცხოეთიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის გადმორიცხული თანხების საჯაროობას, რადგან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საზღვარგარეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება, რაც არა მხოლოდ საქართველოშია აკრძალული, არამედ აკრძალულია მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში.
მისივე თქმით, „გრანტების შესახებ კანონი“ არასოდეს არ ყოფილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შეჩერების საფუძველი.
„არც „გრანტების კანონი“ იყო 2024 წლის ივნისში, არც „ფარა“ და არც სხვა კანონები, როდესაც მათ შეაჩერეს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა სამხარაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რით ხსნის იმას, რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა მიიღო ინტეგრაციის პროცესის და დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება, სამხარაძემ განაცხადა, რომ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს.
„მოდიოდა არჩევნები, ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, ვითომ ასე ვთქვათ, კეთილშობილი მიზნებისთვის. რეალურად, ეს თანხები უნდა მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს და ასე ვთქვათ, ირიბად ამ თანხებით უნდა დაფინანსებულიყო პოლიტიკური პარტიების კამპანია წინასაარჩევნოდ. ჩვენ მანამდე არაერთხელ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, ევროკავშირთან ერთად, რაღაც მექანიზმი შეგვემუშავებინა, სადაც საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ რა თანხას იღებს და რისთვის ხარჯავს. ამაზე ჩვენ დაპირებაც მივიღეთ თავის დროზე, მათ შორის, ბატონი ჰერჩინსკისთანაც 2023 წელს, თუმცა ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია და შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ ეს უწყინარი კანონი“, – განაცხადა სამხარაძემ.