ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.
„ხვალ ჩვენ შეხვედრა გვექნება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შემდეგ კი გაიმართება კომიტეტების სამმხრივი ფორმატის რიგით მე-10 ყოველწლიური შეხვედრა, სადაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები განვიხილავთ როგორც რეგიონულ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის თემებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.