წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყოველწლიურად საქართველოში 85-100 მილიონ ევროს ხარჯავდნენ, რომლის დიდი ნაწილი მთავრობას გადაეცემოდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ამ ე.წ. დახმარებების შედეგად, საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში 5 მილიარდ დოლარამდე იზარალა, სულ მალე კი, უცხოელი აქტორები საქართველოს რყევას ვეღარ შეძლებენ.
„თქვენი ე.წ. დახმარებების შედეგად საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი იზარალა.
სულ მალე ძალაში შევა კანონი და საქართველოს რყევას ვეღარ შეძლებთ.
მადლობა, ნახვამდის“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.