1763048038
ნიკოლოზ მეტრეველი: „ენერგოატომის საქმეში“ ბრალდებულის, ტიმურ მინდიჩის წინააღმდეგ ზელენსკის მიერ სანქციების დაწესების ბრძანებულებაში, მინდიჩი ისრაელის მოქალაქედ მიიჩნევა, ეს შეზღუდვების გვერდის ავლისთვის კარგ ხვრელებს ქმნის, ასევე, მისი ექსტრადიციის პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს
„ენერგოატომის საქმეში“ ბრალდებულის, ტიმურ მინდიჩის წინააღმდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებში აღსანიშნავია მისი მოქალაქეობა. პრეზიდენტის ბრძანებულებით მინდიჩი ისრაელის მოქალაქედ არის მოხსენიებული, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, მინდიჩმა ქვეყანა სამი არასრულწლოვანი შვილის მამის სტატუსით დატოვა, რაც მას სამხედრო სამსახურიდან გადავადების უფლებას აძლევს, ეს კი ნიშნავს, რომ იგი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემთა ბაზებში უკრაინის მოქალაქედ არის რეგისტრირებული და არა ისრაელის. თუმცა, მეტრეველის განცხადებით, სანქციების დაწესების ბრძანებულებაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, ტიმურ მინდიჩს ისრაელის მოქალაქედ მიიჩნევს, რაც შეზღუდვების გვერდის ავლისთვის კარგ ხვრელებს ქმნის, ასევე, მისი ექსტრადიციის პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს.“კარლსონი, როკსტარი და პროფესორი” - უკრაინაში ბოროტი კლოუნის არაერთი ნიღბის ჩამოხსნის დრო ახლოვდება…უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება უკრაინაში მიმდინარე წარმოუდგენელ კორუფციულ სკანდალზე. მეგობრებო, მოპოვებული მასალა იმდენად დიდია, რომ მისი მარტივად გაშიფვრა და მოწოდება ძალიან რთულია. ასევე, ჩემი უკრაინელი კოლეგები მთხოვენ, რომ არ გავუსწრო მოვლენებს და მათი თხოვნა ჩემთვის სრულიად გასაგებია.შესაბამისად, ამ ეტაპზე მოკლე ექსკლუზივი: რომელი პასპორტით დატოვა ტიმურ მინდიჩმა უკრაინა?„ენერგოატომის საქმეში“ ბრალდებულის, ტიმურ მინდიჩის წინააღმდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებში აღსანიშნავია მისი მოქალაქეობა. პრეზიდენტის ბრძანებულებით მინდიჩი ისრაელის მოქალაქედ არის მოხსენიებული.ამასობაში, გუშინ, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მინდიჩმა ქვეყანა სამი არასრულწლოვანი შვილის მამის სტატუსით დატოვა, რაც მას სამხედრო სამსახურიდან გადავადების უფლებას აძლევს.ცხადია, ასეთი გადავადების უფლება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ტიმურ მინდიჩი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემთა ბაზებში უკრაინის მოქალაქედ არის რეგისტრირებული და არა ისრაელის. სხვა შემთხვევაში, მას ქვეყნის დატოვების უფლება თავისუფლად ექნებოდა შვილების რაოდენობის მიუხედავად.სანქციების დაწესების ბრძანებულებაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, ტიმურ მინდიჩს ისრაელის მოქალაქედ მიიჩნევს. რატომ? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მინდიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მის ისრაელის პასპორტს უკავშირდება და არა უკრაინულს. ლოგიკურად, ეს შეზღუდვების გვერდის ავლისთვის კარგ ხვრელებს ქმნის. ასევე, თუ მინდიჩი უკრაინაში მოქალაქეობის არმქონედ ჩაითვლება, მისი ექსტრადიციის პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს.გაგრძელება აუცილებლად იქნება…" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.











