ნოდარ მელაძე ნიკა მელიას - „ყველაფერი არ უნდა იკადრო"

მელია

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და  ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად, ნიკა მელიამ ნოდარ მელაძე და “ტვ პირველი” უკრაინაში მისი პარტიის წასვლის ფორმის შესახებ, გამოთქმული კრიტიკის გამო, გაკიცხა, რასაც  მელაძემ “ფეისბუქშივე” უპასუხა.

“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ”, – ამბობს ნიკა მელია "ტვ პირველს" მისამართით სოციალური ქსელის ლაივში". 

"კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!”  – უპასუხა ნოდარ მელაძემ მიკა მელიას კრიტიკას.

მოგვიანებით, "ნაცმოძრაობის" პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს მისსავე პოსტზე უპასუხა:

ნიკა მელია: ცოტა ხანში თავი შეიძლება, წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც
იმედია, იქამდე არ მიხვალ…

ნოდარ მელაძე: რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?