საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1735579760
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტიაში დიდი გადალაგება და გადაჯგუფება იქნება.
„საკადრო ცვლილებები შეიძლება ვინმესთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შრომა და გარჯა უფასდებათ და მათთან მეგობრობას მე არ გავწყვეტ. არიან ასევე პარტიაში ადამიანები, რომლებსაც ამიერიდან მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემ კიდევაც. შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გადალაგება და გადაჯგუფება იქნება“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პარტია თავიდან ბოლომდე გაუმართავი იყო.
„რადგან ვსაუბრობთ, მირჩევნია გულახდილად გითხრათ - დიახაც, პარტიას არ ჰყავს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი - საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი. პარტიის საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელი, პასუხისმგებელი ადამიანი არ ჰყავს მეინსტრიმულ პარტიას.
პარტია თავიდან ბოლომდე იყო გაუმართავი.
ამ პარტიას არ ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია. ხომ გესმით, რას ნიშნავს ეს... ჩემი გეგმით, ვფიქრობ, ორ თვეში პარტიას უნდა ჰყავდეს ახალგაზრდული ძლიერი რგოლი და ათასობით ახალგაზრდა უნდა იყოს გაერთიანებული ამ პარტიის გარშემო. უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ ადამიანებთან.
ახალგაზრდების გარეშე ამ პარტიას მომავალი არა აქვს.
პოლიტსაბჭოს მდივანი და გენერალური მდივანი პოლიტიკური თანამდებობებია და საჭირო იყვნენ გამოცდილი ადამიანები ამ პოზიციებზე. მაგრამ, არ ვერიდები თქმას - ახალგაზრდული ძლიერი მოძრაობის გარეშე პარტიას არ ექნება მომავალი.
ნაწილობრივ მე ეს პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში მოვახერხე, ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანების მოზიდვა, მაგრამ პროცესი შეწყდა თებერვალში“, - განაცხადა მელიამ.