„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
"რუსთაველზე საკმარისი სიხშირით დავდივარ. ყოველდღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს",- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.
მას სოციალურ ქსელში ჰკითხეს, თუ რა სიხშირით დადის რუსთაველზე, რაზეც პასუხობს:"
"მე რუსთაველზე საკმარისი სიხშირით დავდივარ და პარტია ვმონაცვლეობთ, ლიდერებიც. 50-ნი მაინც ვართ ხოლმე ყოველ დღე პარტიიდან. ყოველ დღე ყველა იქ რომ ვიდგეთ, ვინმემ სხვა საქმეც უნდა აკეთოს. მეორე, თავზე ამხობენ ყველაფერს და მთავრობა დაამხე ერთი და იგივე არაა. მესამე - აქ საზოგადოებაზეა საუბარი, მის კონსოლიდირებულ პასუხზე, და არა "ხალხისთვის რამის დაბრალებაზე". საზოგადოება კეთისინდისიერ პატრიოტებს მოიცავს, პოლიტიკოსი იქნება ეს, ინჟინერი, ჟურნალისტი, მუშა, ექიმი თუ ფერმერი",-წერს ნიკა გვარამია.