ნეტავ გერმანიის, იტალიის, ირლანდიის ქვეყნების მთავრობებსაც ასე მიმართავენ? - ნინო ფოჩხუა კასიანოვის განცხადებაზე

ნინო ფოჩხუა

„თურმე ნუ იტყვი და როგორც კი რუსეთთან ფრენები აღდგება, აქ მეორე ფრონტი გაიხსნება, არა ქართველებს და რუსებს შორის, არამედ რუსებს და აქ მყოფ უკრაინელებს შორის და კასიანოვი ლტოლვილების სასწრაფო ევაკუაციას მოითხოვს“,  - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ. 

„კასიანოვს ურჩევნია თავის ხელისუფლებას მიმართოს და უკრაინიდან გააზრდევინოს და დააჩქარებინოს უდანაშაულო მოსახლეობის ევაკუაცია, ცოტა ხანში ადამიანი რომ აღარ დარჩება იქ.

ნეტავ გერმანიის, იტალიის, ირლანდიის და ა.შ. ქვეყნების მთავრობებსაც ასე მიმართავენ კასიანოვის მსგავსნი, სადაც მშვენივრად თანაცხოვრობენ უკრაინელები რუსებთან ერთად? და კიდევ, გავიდეს კასიანოვი ღამის თბილისში და ნახავს, როგორ მშვენივრად ერთობიან უკრაინელები რუსებთან ერთად“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.