„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ნებისმიერი გეგმა, რაც არ უნდა წარმოადგინოს ოპოზიციურმა სპექტრმა, წარუმატებელი აღმოჩნდება.
ბოჟაძის თქმით, მათი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ რაღაც გეგმებზე, თუმცა მათი რეალური გეგმა ამ დრომდე არ უნახავს საზოგადოებას.
"26 ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ არ გვინახავს ოპოზიციის გეგმა. ისინი მუდმივად საუბრობენ რაღაც გეგმაზე, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩანს და ჩვენ არ გვინახავს. ხელისუფლებას აქვს მთავარი გეგმა - გავაგრძელებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ამ ქვეყნის განვითარებას, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, იმ რეფორმებით, რომელიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან მიმართებაში.
რაც შეეხება ოპოზიციას, თვე ნახევარი გავიდა და მათ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს ვერც საგამოძიებო ორგანოებს, ვერც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამიტომ, ნებისმიერი მათი გეგმა, როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო არჩევნების თითქოს გაყალბების შემდეგ აქციები მოწყობა", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძე.