პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის "ბირჟაზე" იტყვის იმას, რაც სააკაშვილმა თქვა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს.
„სააკაშვილი არ მგონია, იცნობდეს საგადასახადო სისტემას, რომელიც მისი მმართველობის შემდეგ საერთოდ შეიცვალა და ძარცვიდან სახელმწიფო გადავიდა ბიზნესის ხელშეწყობაზე. არ მგონია, მას ზედმიწევნით ინფორმაცია ჰქონდეს ან საერთოდ რაიმეს კითხვის, გაანალიზების უნარი გააჩნდეს. თუკი მართლა არიან ეკონომისტები მათ შორის, რომელიც ფრაქციაშიც ჰყავთ, მუშაობა უნდა იყოს ამ თემებზე და არა ის, რომ მუდმივად ისმოდეს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საკნიდან უნდა გამოვიდეს. თუ რაიმე აქვთ, წარმოადგინონ", - განაცხადა ვოლსკიმ.