1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ჩვენ გვჭირდება გონივრული მოქმედებები და დღსაც კი არა აქვს გააზრებული ოპოზოცოას, რამხელა ფიასკო განიცადა მესიანისტურმა დღის წესრიგმა“. - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში - „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
„თენდება და ღამდება იმის მიხედვით, ბელადს რა უნდა, ვიბრძვით იმ ადამიანის გადასარჩენად. საერთოდ არ დარჩა პოლიტიკურ დღის წესრიგში ადგილი სხვა თემებისთვის. სხვა მეთოდი ივანიშვილის მოცილების და სააკაშვილის გადარჩენის მე არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ხალხის ჩართულობა უნდა გაიზარდოს.
მიშაზე ვზრუნავდით მე და გიგა ბოკერია, როცა ვეუბნებოდით სიმართლეს. ამის გამო გვეჩხუბებოდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა ჰყავდეს ისეთი მოკავშირეები, რომლებიც სიმართლეს ეტყვიან. რასაც ეტყოდა სააკაშვილი თავის ხალხს, იმას ამბობდნენ. ერთმანეთი კვებეს. ცოტა ზუსკინდის "პარფიუმს" მაგონებს, ბოლოს მისითვე მოხიბლულები რომ ჭამენ. თვითონ განაპირობა მაგრამ ეს ხალხი საერთოდ რას აკეთებს არ ვიცი“. - თქვა მან.
„- ვანო მერაბიშვილს რა უნდა?
- გავლენის დაბრუნება უნდა. რატომ აწმენდენ ხელს ვანო მერაბიშვილს?! პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვერ ვხვდები სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, კეზერაშვილს, ჩემს ქმარსა და ვიღაცას შორის რა განსხვავებაა. შეიძლება პერსონალურად ვიღაც მოგწონდეს ვიღაც - არა. კეზერაშვილს ფული აქვს და ბაბლი "ფორმულაში " დაასაქმა მასზე არაფერს ამბობენ და ვანო რაღაცა დაბალი ღობე ნახეს".
„ჩამოსული არ იყო, რომ ეგრევე შიმშილობა დაიწყო და ეგრევე თქვა, რომ ცუდად ვარ. ე.ი. არ იყო ამისთვის მზად. მინდა, რომ მიშა გადარჩეს და იყოს თავისი შვილებისთის და თავისი ოჯახისთის, ვინც არიან და როგორც არიან და სცადოს იმ პირობებში გადარჩენა, რა პირობებშიც არის.
„ნებისმიერი 55 წლის ადამიანი შეიძლება უცებ გადაბრუნდეს და მოკვდეს სტრესისგან, ეს იქნება დიდი უბედურება მისი ოჯახისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ამით ქვეყანა დაინგრევა, მაგრამ ძალიან დიდი ზიანს მივიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.