1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებზე საუბრობს.
ელჩის ინფორმაციით, ნანგრევებში რჩება საქართველოს 2 მოქალაქე, რომელთაც ამ დრომდე ეძებენ.
"მთავრობისა და სამინისტროს დავალებით ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. შტაბი საელჩოშია განლაგებული, წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალი მიადგა თურქეთს და რა პრობლემების წინაშე დავდექით. ორივე გენერალურ საკონსულოსთან ვართ კოორდინაციაში, ვცდილობთ მაქსიმალურად დავადგინოთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი, რაც ყველაზე სამწუხაროა, გარდაცვლილ მოქალაქეებთან მიმართებაში უკვე შემდგომში ქმედებები განვახორციელოთ, ჩავერთოთ ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენებაში, მაგრამ ამასთან დავძენდი, რომ ჩვენ გვყავდა 2 მოქალაქე გარდაცვლილი, დღეს მესამე დადასტურდა. მართალია, ეს დასტური მხოლოდ არის ოჯახიდან მიღებული ინფორმაცია, პროზექტურაში არც ერთი არ არის გადაყვანილი.
100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.
პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედით უნარიანობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ მოქალაქეებთან კომუნიკაცია," - განაცხადა ელჩმა "ღამის კურიერის" ეთერში.